ჟურნალისტი გიორგი უძილაური „facebook"-გვერდზე წერს, რომ სწრაფი ონლაინ-სესხები ხელისუფლებისთვის ბევრად უფრო პრობლემურია, ვიდრე მთელი ოპოზიცია ერთად აღებული.
„სწრაფი ონლაინ-სესხები ხელისუფლებისთვის ბევრად უფრო პრობლემურია, ვიდრე მთელი ოპოზიცია ერთად აღებული. რეგულირების გამკაცრება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა თუ არ მოხდება, მოვალეები თავის აგრესიას მიკროსაფინანსოებზე კი არა, ხელისუფლებაზე გადაიტანენ. რა შუაშია ხელისუფლება? იმაში, რომ აღვირახსნილ ბიზნესებს აღვირი დროულად ამოსდოს და მათრახიც გადააჭიროს! გაბრიყვებულ, მიამიტ და ფულის იოლად შოვნის სურვილით ნებაყოფილ მონობაში თავგაყოფილ მოსახლეობას ძნელია დააძალო რაციონალიზმი. ამიტომ მათივე ინტერესებისთვის, ჯობს, გაამკაცრო რეგულირება ამ სფეროს ბიზნესისთვის", - წერს გიორგი უძილაური.