logo_geo
eng_logo
შსს-მ ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

30 ოქტომბერი. 2018. 15:30

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა დღეს ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დგინდება, რომ 30 ოქტომბერს ქ. ახალქალაქში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბთან მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის წევრებმა.

 

სამართალდამცველების მიერ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner