logo_geo
eng_logo
ვახტანგ ჭარაია: ეკონომიკას ვერ აიძულებ, რომ მუდამ ერთ ნიშნულზე იყოს შენარჩუნებული
- +

30 ოქტომბერი. 2018. 16:20

 

„მართალია, აგვისტოში ჩავარდნა გვქონდა და 2%-ანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ ეკონომიკას ვერ აიძულებ, რომ მუდამ ერთ ნიშნულზე იყოს შენარჩუნებული“, - ასე აფასებს „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ მონაცემს ვახტანგ ჭარაია.

 

„მთავარია, ჩვენ გავყვეთ წლიურ მიზნებს და ამ მიზნებთან ძალიან ახლოს არის აღნიშნული მაჩვენებელი-წლიური 4,9%. წლის ბოლომდე შეიძლება შეჯამებულმა 5 %-საც გადააჭარბოს", - აცხადებს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია.

 

მისი განცხადებით, ხელისუფლებისა დ საერთაშორისო ორგანიზაციების 5 %-იანი ზრდის პროგნოზი ერთმანეთს ემთხვევა და ეს მაჩვენებელი დიდი ალბათობით სრულად შესრულდება.

 

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კარგია და რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ არ ჩავთვლით სომხეთის ეკონომიკას, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება“, - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

 

ამასთან, ეკონომიკის ექსპერტი მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ ეს ზრდა თითოეულ მოქალაქესთან „მივიდეს“ და გრძნობდეს მოსახლეობის ყველა ფენა.

 

„ამისთვის საჭიროა, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას, თუნდაც ფასების კუთხით, რათა მოსახლეობას არ დააწვეს ფასების ზრდა. საზოგადოების დაკვეთაც ალბათ ეს არის, რომ გარდა რიცხვებისა, მათ ეს სიკეთე საკუთარ ჯიბეზე იგრძნონ", - მიაჩნია ჭარაიას.

 

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ასევე ეხმაურება სსფ-ის შემფასებელთა მისიის მიერ გუშინ გაკეთებულ შეფასებას.

 

„უამრავი სხვა მიმართულებებიც პოზიტიურია, სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში მაჩვენებლები გაზრდილია, გაუმჯობესებულია კორუფციასთან ბრძოლისა და სახელმწიფო უწყებების მუშაობის მაჩვენებელი. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიების შეფასებებით ნათელია, რომ ბიზნესს ეძლევა შესაძლებლობა უფრო თავისუფლად იმოქმედოს და უფრო მეტი სამუშაო ადგილი შექმნას. გადაიხადოს მეტი გადასახადი ბიუჯეტში და მთლიანობაში ეს თანხა მოხმარდეს პენსიას თუ სხვა სოციალური ვალდებულებების შესრულებას", -აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner