logo_geo
eng_logo
სოფელ ძალისში ვეტერანებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
- +

16 მაისი. 2016. 10:30


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, რესპუბლიკური საავადმყოფოსა და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით მცხეთაში, სოფელ ძალისში ვეტერანების საყოველთაო სამედიცინო გამოკვლევა ჩატარდა. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ის პერმანენტული ხასიათის იქნება და თითქმის ყველა სოფელს მოიცავს. ვეტერანები მიიჩნევენ, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სწორედ ჯანდაცვაა და ხშირად უხდებათ დედაქალაქში ჩამოსვლა ჯანმრთელობის მოსაწესრიგებლად, რომელიც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის კობა კობალაძის განცხადებით, სწორი დიაგნოსტიკა ვეტერანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რის შემდეგაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევათ, საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტებიც მიეცემათ სრულიად უფასოდ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner