logo_geo
eng_logo
კოლუმბიის პოლიციამ ჩხრეკისას რვა ტონა კოკაინი ამოიღო
- +

16 მაისი. 2016. 11:14


„BBC"-ის ცნობით, კოლუმბიის პოლიციამ ჩხრეკის შედეგად 8 ტონა კოკაინი ამოიღო. ეს არის ნარკოტიკების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტია, რომელიც სამართალდამცველებმა ბოლო 10 წლის განმავლობაში ამოიღეს.


პოლიციის ცნობით, კოკაინის პარტია ერთ-ერთ ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებას ეკუთვნოდა.


კოლუმბიის თავდაცვის მინისტრის ლუის კარლოს ვეგასის განცხადებით, ქვეყნის ყველა ძალოვანი სტრუქტურა, მათ შორის არმია, დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან ბრძოლაში ჩაერთვება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner