logo_geo
eng_logo
პაატა ბურჭულაძემ პარტიის ახალი წევრი მერაბ მეტრეველი წარადგინა
- +

16 მაისი. 2016. 11:52


მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ პარტიის ახალი წევრი, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი წარადგინა.



ჩვენ ვაგრძელებთ საზოგადოების აზროვნების შეცვლას იმის შესახებ, რომ პოლიტიკა არის მხოლოდ ბინძური ხალხის საქმე", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.



მერაბ მეტრეველის განცხადებით, მას პოლიტიკაში მოსვლის სურვილი ადრეც გასჩენია, მაგრამ არ იყო არცერთი ისეთი ძალა, რომელსაც ის შეუერთდებოდა.



როცა გამოჩნდა პაატა ბურჭულაძის მოძრაობა და მივიღე შემოთავაზება, გადაწყვეტილება უფრო გამარტივდა.
საქართველოში პროდასავლურ ფლანგზე არის მხოლოდერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისგან გამოყოფილი პარტიები, ისეთი, მაგალითად, როგორიც არისგირჩი" დაქართული ოცნება" და ის პარტიები, რომლებიც შემდგომ მას გამოეყოფიან. თუ საზოგადოებას ამ ორი პარტიისთვის მხარდაჭერა უკვე აღარ უნდა, მათ მხარი პაატა ბურჭულაძის მოძრაობას უნდა დაუჭირონ", - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.



მეტრეველის განცხადებით, ის პარტიაში შიდა პოლიტიკურ საკითხებზე იმუშავებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner