logo_geo
eng_logo
შსს-მ ბათუმში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
- +

16 მაისი. 2016. 11:57


შსს-ს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული არჩილ ფ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის-ტარების ბრალდებით ბათუმში დააკავეს.



გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 მაისს, ბათუმში, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ირაკლი ა-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ირაკლი ა. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.



გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner