logo_geo
eng_logo
გიორგი ლორია: იმ ორ გვამს დაემატება 1000 გვამი – ხომ ხვდებით, რა დიდი ტრაგედიის წინაშე დავდგებით?!
- +

31 ოქტომბერი. 2018. 02:37

 

 

„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი გიორგი ლორია „ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომლის მიხედვით, პრეზიდენტობის შემთხვევაში ის სააკაშვილს, მერაბიშვილს და ახალაიას შეიწყალებს, ტელეკომპანია „პირველის” ეთერში ეხმაურება.

 

„ვინც აწამებდა, აუპატიურებდა ციხეში ხალხს, იმათ გათავისუფლებაზე და შეწყალებაზე საუბრობს გიორგი ვაშაძე. აანონსებს, რომ იგი ციხიდან გამოუშვებს ვანო მერაბიშვილს, რომელიც ითხოვდა ორ გვამს და ამ ორ გვამს დაემატება 1000 გვამი. დათა ახალიას შეიწყალებს, მიშა სააკაშვილს ჩამოიყვანს… ხომ ხვდებით რა დიდი ტრაგედიის წინაშე დავდგებით?!”, – განაცხადა გიორგი ლორიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner