თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ხვალ თბილისის საკრებულოში ძალიან საინტერესო მოხსენება იქნება.
„ხვალ, გპირდებით, რომ ძალიან საინტერესო მოხსენება იქნება საკრებულოში, სადაც ვისაუბრებთ ყველა საკითხზე, რაზეც ბოლო პერიოდში იყო საუბარი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ნარმანიამ არ დააკონკრეტა, რა საკითხებზე ექნება მას საუბარი თავის მოხსენებაში.
საკრებულოს უმრავლესობის მოთხოვნით, თბილისის საკრებულოში დავით ნარმანია ხვალ მოხსენებით წარდგება.