logo_geo
eng_logo
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

31 ოქტომბერი. 2018. 11:31

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალების  უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული ი.მ. დამნაშავედ ცნო.

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა,  რომ ი.მ.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით  -  0,01522  გრ.  ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს. ასევე მან სხვა პირთან ერთად უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით -  2,115058 გრ.  ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები ქ.ბათუმში  ამოიღეს.

 

ი.მ. 2018 წლის 20 თებერვალს ქ.ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა. მას  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

ბათუმის  საქალაქო სასამართლომ ი.მ. დამნაშავედ ცნო  წარდგენილ ბრალდებაში  და  სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner