logo_geo
eng_logo
ფილმ „შინდისის“ იდეის ავტორი და პროდიუსერი სამთავრობო უწყებებსა და ბიზნეს სექტორს პროექტში ჩართულობისკენ მოუწოდებს
- +

ავტორი ანა ნოდია

24 თებერვალი. 2016. 16:35



ფილმ „შინდისის" იდეის ავტორი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი სამთავრობო უწყებებს და ბიზნეს სექტორს პროექტში ჩართულობისკენ მოუწოდებს. „შინდისი" - ამ სახელწოდების მხატვრული ფილმის გადაღება 2016 წლის ზაფხულში დაიწყება. ფილმის იდეის ავტორი და პროდიუსერი „თავისუფალი სტუდიის" დამფუძნებელი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილია.


ედმონდ მინაშვილი „რეპორტიორთან" საუბრისას განსაკუთრებულ მადლობას უხდის ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს და თავდაცვის სამინისტროს.


„განსაკუთრებული მადლობა ბატონ კახა კალაძეს, ამ პროექტში ჩართულობისა და გაწეული დახმარებისთვის. ასევე, მადლობა თავდაცვის სამინისტროს. მინდა სამთავრობო უწყებებს, ბიზნეს სექტორს ვთხოვო, მიიღონ მონაწილეობა პროექტის განხორციელებაში. ფილმი, რომელიც დავიწყეთ, მზადდება საერთაშორისო კინოფესტივალებისთვის. ეს იქნება პროექტი, რომელიც დიდ პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ ჯარს და ქვეყანას. მინდა ვთხოვო ყველას, ჩაერთონ პროექტში. შინდისის გმირები არ უნდა გვახსოვდეს მხოლოდ აგვისტოს ომის თარიღსა და წინასაარჩევნო პერიოდში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მასშტაბური პროექტი, რომელიც მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს! ეს არის ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია. ფილმი ეხება ჯარისკაცებს და გმირებს, რომლებმაც თითოეული ჩვენთაგანისთვის თავი გასწირეს. ამ ფილმით მინდა მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ამ ჯარისკაცების გმირობის ამბავი. ეს თითოეული ქართველის ვალია", - ამბობს ედმონდ მინაშვილი.

 

ფილმი მოგვითხრობს 2008 წლის აგვისტოს ომში, სოფელ შინდისში დაღუპული 17 ჯარისკაცის ტრაგიკულ ისტორიას. ამ ისტორიაზე ედმონდ მინაშვილს უკვე გადაღებული აქვს ორი დოკუმენტური ფილმი. მხატვრული ფილმის გადაღებები კი ბევრად მასშტაბური იქნება. ფილმში ჩართულები არიან ქართველი და უცხოელი პროდიუსერები და კონსულტანტები.


რეპორტიორისთვის" უკვე ცნობილია ფილმის რეჟისორისა და რამდენიმე მსახიობის ვინაობა. რეჟისორი ჰოლივუდში მოღვაწე ნიკოლოზ აგიაშვილია. რაც შეეხება მსახიობებს, ფილმში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ვარსკვლავი მერაბ ნინიძე, ამერიკაში მოღვაწე მსახიობი დავით ბახტაძე,  ია სუხიტაშვილი, მიშა გომიაშვილი, საფრანგეთში მოღვაწე გიორგი ბაბლუანი.


კომპოზიტორია გია ყანჩელი, სცენარის ვტორი ირაკლი სოლომანაშვილი, დამდგმელი ოპერატორი მინდია-კონსტანტინე ესაძე. პროდიუსერები ვლადიმერ კაჭარავა, მინდია-კონსტანტინე ესაძე.


იხილეთ:


მხატვრული ფილმის „შინდისის" გადაღებები იწყება:

http://reportiori.ge/inside.php?menuid=6&id=835




იხილეთ დოკუმენტური ფილმი - „შინდისის გმირები"


 

 

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner