ავღანეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 25-ვე ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ „Tolo News“-ს ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა ნაჯიბულა ნაჯიბიმ განუცხადა.
აღსანიშნავია, რომ დაღუპულებს შორის არიან სამხედრო და სამოქალაქო მაღალჩინოსნებიც.
ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობი რჩება.