logo_geo
eng_logo
პოლონეთის საგარეო უწყებიდან რუსეთის დიპლომატიური სკოლის კურსდამთავრებულები გაათავისუფლეს
- +

31 ოქტომბერი. 2018. 13:11

 

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოლო ორი წლის განმავლობაში გაათავისუფლა ყველა კადრი, რომელიც წარსულში საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა ან  რუსეთის ერთ-ერთი პრესტიჟული დიპლომატიური სკოლა აქვს დამთავრებული. ინფორმაციას themoscowtimes.com ავრცელებს.

 

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უწყების თანამშრომელთა შემადგენლობა სრულად განახლდა და სამინისტრომ 2016 წლიდან დღემდე 435 ახალი კადრი მიიღო.

 

„სამინისტროს მენეჯმენტი 100%-ით განახლდა. კერძოდ, პრაქტიკულად აღარავინ არის ისეთი, ვინც კომუნისტურ საიდუმლო სამსახურებთან ასოცირდება ან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი აქვს დამთავრებული”, – აცხადებს ჩაპუტოვიჩი.

 

მინისტრის განცხადებით, ცვლილებები უწყებაში დეპარტამენტების უფროსებისა და უფროსების მოადგილეების 111 პოზიციას შეეხო. 101 ელჩიდან 86 კი უახლოეს მომავალში ჩანაცვლდება.

 

https://themoscowtimes.com/news/poland-fires-all-top-russian-diplomatic-school-graduates-from-foreign-service-minster-says-62834?fbclid=IwAR0uCQhY--f1ABzIICqNEYvVJG96cSY4DTvp7IISJ_xYDbjwLZCSb99sCW0

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner