logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის აქციის გასამართად „არანაირი ლოკაციები“ არ შემითავაზებია
- +

16 მაისი. 2016. 12:33


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის 17 მაისს აქციის გასამართად „არანაირი ლოკაციები" არ შეუთავაზებია.



მისი თქმით, ღონისძიების სავარაუდო ორგანიზატორებთან შეხვედრა გაიმართა, თუმცა მასზე აღინიშნა, რომ აქციის შემთხვევაში პოლიციელები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებდნენ.



უბრალოდ ვუთხარით, რომ თუკი ღონისძიებას გამართავდნენ იქ, სადაც შარშან გაიმართა, პოლიცია თავის ფუნქციებს შეასრულებს უფლებამოსილების ფარგლებში. რაც შეეხება გარანტიებს, გარანტიებს იძლევა არა რომელიმე პოლიციელი, მათ შორის მე, არამედ კანონმდებლობა. პოლიცია მოქმედებს და იცავს ამ კანონმდებლობას, ყველას გახსოვთ, რომ შარშან ეს ღონისძიებები სამ ადგილას გაიმართა და უსაფრთხოება სრულად იყო დაცული. ამ მხრივ, ჩვენი მხრიდან არანაირი პრობლემა არ დაფიქსირებულა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner