logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: დანაშაულის დრამატული ზრდა არ მომხდარა!
- +

16 მაისი. 2016. 23:42


„არანაირი დანაშაულის დრამატული ზრდა არ მომხდარა", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე აცხადებს.

 

„კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით ვერანაირ კრიზისს ვერ ვხედავთ. ყველა მნიშვნელოვანი დანაშაული, რომელსაც აქვს თუნდაც პრეცედენტული ძალა - არის დროულად გახსნილი. მძიმე დანაშაულების წინააღმდეგ პოლიცია ეფექტურად მუშაობს. ბოლო სამი წლის განმავლობაში დინამიკას თუ გადავხედავთ, არის დანაშაულის შემცირების ტენდენცია. გაზრდილია მხოლოდ კიბერდანაშაული, რაც კიბერუსაფრთხოების მსოფლიო ტენდენციებს და ელექტრონული სისტემების გაფართოებულ მოხმარებას უკავშირდება", - განაცხადა თალაკვაძემ.


მისივე თქმით, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით შსს უახლოეს მომავალში ახალ კამპანიას დაიწყებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner