საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთივე პირისთვის პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ე.წ. კაბელების საქმეში პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს.
„ვწუხვარ, რომ ასეთი განაჩენი დადგა, თუმცა, ვფიქრობ, ალბათ სასამართლოს ამის საფუძველი ჰქონდა. რომ არ ყოფილიყო სერიოზული ხელმოსაჭიდი, რის გამოც მოსამართლემ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, არავის არ სჭირდებოდა წინასაარჩევნოდ ასეთი თავის ტკივილი", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს დღეს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.