logo_geo
eng_logo
ბიძინა გეგიძე: ამ ქვეყანაში „ნაციონალების” მოსაგები არანაირი არჩევნები არ არის!
- +

31 ოქტომბერი. 2018. 22:17

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის  წევრმა ბიძინა გეგიძემ ტელეკომპანია tvპირველის ეთერში განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოგებულად არ თვლის.

 

„მეორე ტურის წინ, ჩვენ ყველა ვართ მზადების რეჟიმში, რადგან ბრძოლა მოსაგებია, რომელიც აუცილებლად დამთავრდება გამარჯვებით, იმიტომ რომ სხვანაირად წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. „ნაციონალების” მოსაგები არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არის, მაშინ საქართველომ უნდა დაკარგოს ყველანაირი ღირსება და თავმოყვარეობა”– განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner