საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან. პირველიდან ათი ნოემბერის ჩათვლით მსოფლიო ჩემპიონატს აშხაბადი უმასპინძლებს.
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის გადაწყვეტილებით მსოფლიო ჩემპიონატზე შვიდი ქართველი ძალოსანი იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა წონითი კატეგორიების მიხედვით –
61 კგ. შოთა მიშველიძე
67 კგ. გოგა ჩხეიძე
89 კგ. რეზი დავითაძე
96 კგ. ანტონ პლესნოი
102 კგ. ირაკლი ჩხეიძე
+109 კგ. ირაკლი თურმანიძე
+109 კგ. ლაშა ტალახაძე