logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
- +

16 მაისი. 2016. 12:56


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ არტურ რასიზადეს შეხვდა.


გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.


გიორგი მარგველაშვილმა და არტურ რასიზადემ აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ 20 წლის წინ, ბაქო-სუფსის დერეფნის მშენებლობის შესახებ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დადებულმა შეთანხმებამ ხელი შეუწყო ორივე ქვეყნის განვითარებას.


პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე, პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner