logo_geo
eng_logo
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულ ცოლ-ქმარს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

1 ნოემბერი. 2018. 12:05

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალების  უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულები, ცოლ-ქმარი  მ.ა. და ლ.ს. დამნაშავედ ცნო.

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა,  რომ ლ.ს.-მ და  მ.ა.-მ უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, ლ.ს. - 0,94486 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, ხოლო მისი მეუღლე მ.ა. - 2,79087 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“. აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები ლ.ს.-სგან  და  მ.ა. -სგან   სამართალდამცველებმა 2018 წლის 4 თებერვალს ქ.ბათუმში ამოიღეს.

 

მ.ა.-ს და ლ.ს.-ს ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

 

ბათუმის  საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო  წარდგენილ ბრალდებაში  და  სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner