logo_geo
eng_logo
ქედაში ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა
- +

1 ნოემბერი. 2018. 17:48

 

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი ბათუმი-ქედას დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ დოლოგანში მილს დაეჯახა. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართალი კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner