logo_geo
eng_logo
ირანი, ინდოეთი და რუსეთი სუეცის არხის ალტერნატივაზე იმსჯელებენ
- +

1 ნოემბერი. 2018. 21:51

 

ირანი, ინდოეთი და რუსეთი სუეცის არხის ალტერნატივაზე იმსჯელებენ. ირანული ტელეკომპანია Press TV-ს ინფორმაციით, სამი ქვეყნის წარმომადგენელი ნოემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე საერთაშორისო სავაჭრო-სატრანსპორტო კორიდორ „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ შექმნის საკითხს განიხილავენ.

 

ახალი გზა 7 200 კილომეტრის იქნება და სუეცის არხით ტვირთების გადატანის ტრადიციული მარშრუტის უფრო იაფი და მოკლე ალტერნატივა იქნება.

 

ახალი პროექტის მიხედვით, ინდოეთიდან წამოსული ტვირთები ზღვით ირანის ქალაქ ბენდერ-აბასში მივა, შემდეგ კასპიისპირეთის ქალაქ ბენდერ-ენზელიში, ამის შემდეგ ტვირთები ასტრახანის მიმართულებით გადავა და რკინიგზის საშუალებით ევროპაში მოხდება ტრანსპორტირება.

 

ტვირთების გადაზიდვის წლიური მოცულობა 20-30 მილიონი ტონა იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner