logo_geo
eng_logo
ილია მეორე: სიყვარულის დეფიციტია და ოჯახმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა
- +

16 მაისი. 2016. 13:59


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მე-10 მსოფლიო საოჯახო კონგრესზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სიყვარულის დეფიციტია, ოჯახმა კი თავისი მნიშვნელობა დაკარგა.



როგორც ამბობს ერთ-რთი ინდური ლექსი - დაცარიელდა სიყვარულის დარბაზი. მართლაც, დეფიციტია სიყვარულისა და ოჯახმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა, რომელიც მას უნდა ჰქონდეს. ოჯახი არის ღვთის მიერ დადგენილი ინსტიტუტი და ოჯახი არის ფუძე კაცობრიობის არსებობისა, სახელმწიფოს კეთილდღეობისა და სიმტკიცისა. ოჯახი ეს არ არის შემთხვევითი შეხვედრა მამაკაცისა და ქალისა, ეს არის კანონიერი კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის და ამას ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება. ეს არ უნდა დაკარგოს კაცობრიობამ", - ბრძანა უწმინდესმა.



მე-10 მსოფლიო საოჯახო კონგრესი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მიმდინარეობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner