logo_geo
eng_logo
ადვოკატის ინფორმაციით, ზუგდიდის ყოფილი მერი თავს დამნაშავედ არ ცნობს
- +

1 ნოემბერი. 2018. 21:30

 

ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

 

მერაბ მუმლაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა. ადვოკატი სუს-ში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში იმყოფებიდა.

 

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ამ ეტაპზე რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას წარმოდგენა არ აქვს, რა ბრალდებას ედავებიან და რა საქმეზეა საუბარი. არანაირი უკანონო ქმედება მას არ ჩაუდენია, შესაბამისად, პოზიციას აფიქსირებს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს“,- განაცხადა მერაბ მუმლაძემ.

 

ადვოკატის ინფორმაციით, ლაშა გოგიას ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო  და საგამოძიებო  მოქმედებების შედეგად ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე,  სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა დღეს დააკავეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner