ავტორი ანა ნონიკაშვილი
„თანავუგრძნობ პაატა ბურჭულაძეს, იმიტომ რომ წლობით დაგროვილი მისი პროფესიული, დიდი სიკეთე და სიყვარული ძალიან უცბად გაქარწყლდება", - ამ სიტყვებით შეაფასა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე. ასევე, ქანთარიამ აღნიშნა, რომ ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლა უკავშირდება ოდესას და „ნაციონალურ მოძრაობას".
„ეს არის მართული პროცესი, პირდაპირ დაკავშირებული ოდესასთან, „ნაციონალური მოძრაობა" არ გამორიცხავს, რომ ეს ორი ჯგუფი შეერთდეს. უკვე ყველაფერი სახეზეა, ისინი ჩვენ ხმებს ვერ წაგვართმევენ, თუ წაართმევენ, ისევ „ნაციონალურ მოძრაობას", იმიტომ რომ ძალიან შეფარული, წმინდა ნაციონალური რეჟიმის პროექტია. თანავუგრძნობ პაატა ბურჭულაძეს, იმიტომ რომ, წლობით დაგროვილი მისი პროფესიული, დიდი სიკეთე და სიყვარული ძალიან უცბად გაქარწყლდება, ის ვერ გადაიწერება პოლიტიკაში. ვფიქრობ, ბატონი პაატა მალე მიხვდება, რომ ზედმეტი ტვირთი აიკიდა", - განაცხადა ქანთარიამ.