logo_geo
eng_logo
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა გაიზრდება
- +

2 ნოემბერი. 2018. 12:00

 

 

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტი უახლოეს სხდომაზე ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის კანონპროექტს განიხილავს.

 

ამის შესახებ დე-ფაქტო პარლამენტის პრესსამსახური იუწყება.

 

აღსანიშნავია, რომ აქამდე კანონპროექტი დე-ფაქტო მთავრობამ დაამტკიცა. აღნიშნული კანონპროექტი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის ჯარიმის გაზრდას ითვალისწინებს 20 ათას რუსულ რუბლამდე.

 

„კანონპროექტი ჯარიმის გაზრდას ითვალისწინებს სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის, ვინაიდან არსებული ჯარიმის ოდენობა არ არის ეფექტური და ხელს არ უწყობს კანონდარღვევების რაოდენობის შემცირებას“, - განაცხადა ე.წ. პარლამენტარმა სერგეი ხარებოვმა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯარიმის ოდენობის გაზრდა შეამცირებს „უკანონო გადაკვეთის“ რაოდენობას და ხელს შეუწყობს ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner