logo_geo
eng_logo
სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
- +

2 ნოემბერი. 2018. 12:54

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო.

 

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით, ქ.თბილისში, გ.ა.-მ ყოფილ მეუღლეს ა.კ.-ს რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ კი სახის დასერვით დაემუქრა.  2018 წლის 13 ივნისს კი გ.ა.-მ დაზარალებულს  წაართვა მობილური ტელეფონი, ძირს დაახეთქა და დააზიანა, რის შედეგადაც ა.კ.-ს 230 ლარის, მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.

 

სამართალდამცველებმა გ.ა 2018 წლის 13 ივნისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის I ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა) (ორი ეპიზოდი), 11’-151-ე მუხლის I ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა) (ორი ეპიზოდი) და 11’-187-ე მუხლის I ნაწილით (ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით 1 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner