ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით ისაუბრა. ბუკიას განცხადებით, ის წუხს, რომ ბოლო 25-27 წელი, როდესაც საქართველოში აქტიური პოლიტიკური ცხოვრება იყო, ბურჭულაძის ხმა მხოლოდ სიმღერით ესმოდა საზოგადოებას.
„პაატას პოლიტიკური განცხადებები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე არასდროს გამიგია. ბოლო 25-27 წელი ძალიან აქტიური პოლიტიკური ცხოვრება იყო საქართველოში, მაგრამ ბურჭულაძის ხმა გვესმოდა და გვსიამოვნებდა სიმღერით. ვნახოთ, პოლიტიკაში რას გვეტყვის და მისი ხმა რამდენად მისაღები იქნება საქართველოს მოქალაქეებისათვის. ადრე, როდესაც საზოგადოება ითხოვდა, ბურჭულაძის ხმა ყოფილიყო მოქალაქეებისათვის, სამწუხაროდ, მაშინ ეს ხმა დუმდა პოლიტიკასთან მიმართებაში. საინტერესო პროცესებია. დაველოდები, მოსახლეობის მხრიდან რა გადაწყვეტილება იქნება", - განაცხადა ბუკიამ.