logo_geo
eng_logo
შსს-მ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ქურდობა ცხელ კვალზე გახსნა
- +

2 ნოემბერი. 2018. 17:52

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე   ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და  საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული დ.ბ. ქურდობის ფაქტზე ამხილეს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულმა, თანამზრახველებთან ერთად, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე სასურსათო მაღაზია გაქურდა, საიდანაც, დაახლოებით, 3000 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქტები და  500 ლარამდე თანხა წაიღო.

 

სამართალდამცველებმა დ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ამხილეს. პოლიციამ  ნაქურდალი პროდუქტები ნივთმტკიცებად ამოიღო. მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

ქურდობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ქურდობის ფაქტზე  მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner