ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა „ქართული ოცნების" რამდენიმე დღის წინ გამართულ ყრილობის შესახებ. ქანთარიამ შეაფასა ახალი სახეები პარტიაში და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" აუცილებლად მოიპოვებს საპარლამენტო უმრავლესობას.
„ყრილობა იყო მასშტაბური. გამოჩნდა ახალი ხალხი, მათი კომპეტენცია ეჭვს საერთოდ არ იწვევს. ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი - როდესაც დავაფუძნეთ „ქართული ოცნება", ჩვენ მივედით და დავდექით ბიძინა ივანიშვილის გვერდით და ვდგავართ. ახლა ეს ხალხი მოვიდა და დადგა უკვე გიორგი კვირიკაშვილის გვერდით, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მომენტია, ეს ნიშნავს, რომ ერთი ეტაპი ნამდვილად დამთავრდა და იწყება უკვე მეორე ეტაპი. ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ უმრავლესობას პარლამენტში, თუ გონივრულად წავიყვანეთ წინასაარჩევნო კამპანია. ეს მოპოვებული მშვიდობა და სტაბილურობა არ უნდა შევარყიოთ" , - განაცხადა ქანთარიამ.