logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო პერიოდში მეტად გააქტიურდება!
- +

24 თებერვალი. 2016. 16:55



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" არ არის საარჩევნო ტიპის პარტია, არამედ ის სახელისუფლებო პარტიაა და ენერგიას ქვეყნის კეთილდღეობისთვის ხარჯავს. მისივე განმარტებით, ბუნებრივია, წინასაარჩევნო პერიოდში უფრო აქტიურდება. განცხადება ქანთარიამ „რეპორტიორთან" საუბრისას გააკეთა:


„ეს არის სახელისუფლებო პარტია და ძირითადი ყურადღება გადატანილი იყო ქვეყანაზე და პარტიის მობილიზებაზე. რეგიონებში უკვე მთავრდება  კონფერენციები, იქნება ყრილობა, ასე, რომ პარტიული პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული. ბუნებრივია პარტია ძალებს ზოგავს და წინასაარჩევო პერიოდში უფრო აქტიურება, ახდენს მობილიზებას და საკუთარი ძალების წარმოჩენას. სახელისუფლებო პარტია, ბუნებრივია, ენერგიას ქვეყნის კეთილდღეობისთვის ხარჯავს. „ქართული ოცნება" ნამდვილად არ არის ისეთი პარტია, რომელსაც საქმე არ აქვს და დაკავებულია პარტიის ვიწრო ინტერესებით. „ქართული ოცნება" პასიური არასდროს ყოფილა, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში უფრო გააქტიურდება", - განაცხადა ქანთარიამ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner