logo_geo
eng_logo
გიგა ბუკია: პრეზიდენტმა ვეტო არ უნდა დაადოს!
- +

16 მაისი. 2016. 15:32


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებებზე ისაუბრა. ბუკიას აზრით, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო, ამიტომ პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტო არ უნდა დაადოს.


„საკონსტიტუციო სასამართლო ხდება აბსოლუტურად დამოუკიდებელი;  არ იქნება არცერთი პოლიტიკური  ორგანიზაციის და არც პრეზიდენტის ინტერესს დაქვემდებარებული. სასამართლოს ხელს უშლიდა  არასრული კანონები, რომლებიც მოქმედებდა საკონსტიტუციო სასამართლოზე. ყველაფერი დაზუსტდა. გასწორდა ძველი საკონსტიტუციო მხრიდან დარჩენილი ნორმა, რომლითაც პრეზიდენტს ჰქონდა უფლება, ჩარეულიყო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის გადაწყვეტილებაში. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტმა ვეტო არ უნდა დაადოს, ვინაიდან სამართლიანი, დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისათვის" , - განაცხადა ბუკიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner