logo_geo
eng_logo
თამარ ლეფსვერიძე: ვიცი რატომ არ შეიძლება იმ ძალის დაბრუნება, რომელიც რევანშისთვის ემზადება!
- +

3 ნოემბერი. 2018. 02:02

 

 

„მეორე ტურის წინ მოსახლეობა საკმაოდ არაორდინალური და ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე დგას“, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, თამარ ლეფსვერიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„ერთი მხრივ, არის „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და მეორე მხრივ – გრიგოლ ვაშაძე, რომელიც პირდაპირ არის გაიგივებული მიხეილ სააკაშვილის რეჟიმთან, რომელსაც ქართველმა ხალხმა უთხრა არა“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.

 

თამარ ლეფსვერიძემ ასევე აღნიშნა, რომ მას, როგორც ჟურნალისტს, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი პირადად შეეხო და იცის, რატომ არ შეიძლება იმ ძალის დაბრუნება, რომელიც რევანშისთვის ემზადება.

 

თამარ ლეფსვერიძემ გადაცემაში სტუმრად მყოფ ჟურნალისტებს, სალომე უგულავასა და გიორგი კაპანაძეს მიმართა, რომ მათთვის საუბარი მარტივია, რადგან მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი მათ არ შეხებიათ.

 

„გიორგი აბდალაძის, ირაკლი გედენიძისა და ჩემი მეგობრის, ნათია გედენიძის მხარდასაჭერად თქვენ არ მდგარხართ ციხის კარებთან და არ გინერვიულიათ, ეს ადამიანები ციხიდან ცოცხალი გამოვიდოდნენ თუ არა“, – განაცხადა თამარ ლეფსვერიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner