logo_geo
eng_logo
დავით ქმოსტელის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი გამოუტანეს
- +

3 ნოემბერი. 2018. 02:38

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ქმოსტელის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი ერთხმად გამოუტანეს.

 

დღევანდელ პროცესზე მხარეები დასკვნითი სიტყვებით წარდგნენ. რის შემდეგაც, ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ.

 

მათ პირველ ოთხ საათში გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

 

დავით ქმოსტელი, იგივე „ძივითა“, თბილისში, ნაძალადევის რაიონ­ში, ოთხ თებერვალს მოკლეს. ის მკვლელობის დღეს ნათესავთან იმყოფებოდა. მკვლელობიდან მეორე დღეს სამართალდამცველებმა ლევან ყანდორელაშვილი და გიგა ჭალელიშვილი დააკავეს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. გამოძიების ვერსიით, ლევან ყანდორელაშვილსა და დავით ქმოსტელს უთანხმოება ჰქონდათ და მკვლელობაც შურისძიების ნიადაგზე მოხდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner