logo_geo
eng_logo
შსს-მ ქვემო ქართლში ნარკორეალიზატორი დააკავა
- +

3 ნოემბერი. 2018. 10:30

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული რ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„სამართალდამცველებმა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების დროს, რ.კ.-სგან ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.

 

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner