logo_geo
eng_logo
აშშ-ს მექსიკის საზღვართან სამხედრო ტექნიკა ჩააქვს
- +

3 ნოემბერი. 2018. 11:37

 

ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვართან ახლოს სამხედრო ტექნიკა ჩაიტანეს. სატვირთო თვითმფრინავების საშუალებით სან-ანტონიოს სამხედრო ბაზაზე ათობით დამატებითი ტექნიკა განათავსეს.

 

რამდენიმე დღის წინ პენტაგონმა ორი ქვეყნის საზღვართან ხუთ ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის შესახებ განაცხადა. მექსიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარზე სამხედრო გააქტიურება მიგრანტთა ქარავანს და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას უკავშირდება. მან აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიმავალი მიგრანტების შესაჩერებლად სამხედრო მოსამსახურეებს გამოიყენებენ.

 

ცენტრალური ამერიკიდან წასული რამდენიმე ათასი მიგრანტი სამშობლოდან რთულ ეკონომიკურ პირობებს და კრიმინალურ დაჯგუფებებს გაექცა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner