logo_geo
eng_logo
საბერძნეთში, არგენტინის საელჩოში ანარქისტები შეიჭრნენ
- +

3 ნოემბერი. 2018. 13:02

 

 

 

საბერძნეთში მდებარე არგენტინის საელჩოს თავს ანარქისტები დაესხნენ.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დედაქალაქ ათენის ცენტრალურ ნაწილში მდებარე დიპლომატიურ უწყებაში ათამდე პირი შეიჭრა. მათ შენობის მესამე სართულამდე ასვლა მოახერხეს. სამართალდამცველებმა ანარქისტების ჯგუფიდან ორი აქტივისტი დააკავეს.

 

მოგვიანებით, ანარქისტულმა ორგანიზაცია „რუბიკონმა“ სოციალურ ქსელებში ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ლათინური ამერიკის სახელმწიფოს საელჩოზე თავდასხმა არგენტინელი ანარქისტის, სანტიაგო მალდონადოს მკვლელობის გასაპროტესტებლად განახორციელა.

 

საბერძნეთში ორგანიზაცია „რუბიკონის“ წევრები სხვა ქვეყნების დიპლომატიურ უწყებებზე, ასევე სხვადასხვა დაწესებულებაზე მსგავს თავდასხმებს ხშირად აწყობენ. ბოლოს მსგავსი შემთხვევა 2 ნოემბერს დაფიქსირდა, როდესაც ანარქისტები იტალიის საკონსულოში შეიჭრნენ. 21 ოქტომბერს კი, ისინი კანადის საელჩოს დაესხნენ თავს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner