logo_geo
eng_logo
„ფონდი ნატახტარის“ პროექტში „იზრუნე მომავალზე“ სექტემბრიდან ახალი ბენეფიციარებიც ჩაერთვებიან
- +

16 მაისი. 2016. 15:50


კომპანია ნატახტარი" მადლობას უხდის ორგანიზაციებს და პიროვნებებს, ვინც ფონდ ნატახტართან" ერთად, ზრუნველობამოკლებულ მოზარდებს ასაქმებს და განათლებას აძლევს.

 

დღეს სასტუმრო „Holiday Inn"-ში ი" „ფონდი ნატახტარის" თანხის შეგროვების ახალი ტალღის დაწყების თაობაზე ღონისძიება გაიმართა, რომელზეც სტუმრებს სიტყვით მიმართეს კომპანია „ნატახტარის" გენერალურმა დირექტორმა ჯუნეით არათმა, კომპანიის კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა, ასიციაცია „ჩვენი სახლი -საქართველოს" ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა მანანა ომარაშვილმა და ფონდის საქმიანობაში ჩართულმა სხვა კომპანიების წარმომადგენლებმა.


უკვე მეხუთე წელია ასოციაცია ჩვენი სახლი" თანამშრომლობს კომპანია ნატახტართან"". ფონდი ნატახტარის" საქმიანობა არის მზრუნველობამოკლებული მოზარდებისთვის განათლების ხელშეწყობა, დასაქმება და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებისთვის ხელშეწყობა. ამ საქმიანობას უკვე ხუთი წელია ვახორციელებთ. წელს ჩვენ გვყავს 167 ბენეფიციარი. ახალი ტალღა უკვე დაიწყო 15 მაისიდან და სექტემბრიდან ბენეფიციარების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება", - განაცხადა მანანა ომარაშვილმა.


ამასთან, კომპანიის და ფონდის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს იმ ორგანიზაციებს და პიროვნებებს, ვინც ფონდის 5-წლიანი საქმიანობის განმავლობაში, ჩართული იყვნენ პროექტ „იზრუნე მომავალზე" განხორციელებაში, რაც მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასაქმებას და განათლებას გულისხმობს.


ფონდის მიზანი არის მოწყვლადი ჯგუფის 15-დან 18-წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარება, რომლებიც მალე დატოვებენ საოჯახო ტიპის ბავშვთასახლებს და დაიწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. შესაბამისად, ეს ბავშვები უნდა იყვნენ სათანადოდ მომზადებულები. სწორედ აქ ვხედავთ ჩვენი კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობას. დღემდე შეგროვილია 587 ათასი ლარი და დაახლოებით 200-ზე მეტი ბენეფიციარი გვყავს უკვე. ამ პროექტს სხვა პროექტებისაგან გამოარჩევს მისი მდგრადობა და უწყვეტობა. იმედი მაქვს, რომ ეს არ შეჩერდება და ყოველ წელს  მოვიძიებთ თანხებს, რომ ამ ბავშვებს შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ", - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.


მზრუნველობამოკლებული მოზარდების დახმარების პროექტი „იზრუნე მომავალზე" პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.

 

სააღდგომო ეპისტოლეში უწმინდესმა სწორედ ამ ახალგაზრდებზე გაამახვილა ყურადღება. ჩემი სახლი" არის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც ამზადებს ამ მოზარდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. უწმინდესმა ამ პრობლემის გადასაჭრელად ორი შენობა გამოყო ორთაჭალასა და საბურთალოს რაიონში, სადაც 10-დან 15-მდე მოზარდს შეეძლება დროებითი ცხოვრება. 18-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანებს მიიღებს ეს სახლი. ეს იქნება ადგილი იმისთვის, რომ განვითარდე. მიზანი არის ის, რომ მოზარდი არ დარჩეს ქუჩაში და რაც შეიძლება სწრაფად მივეხმაროთ, გადავამაზადოთ და დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლოს და გავიდეს საცხოვრისიდან, რომ მუდმივად სერვისზე დამოკიდებული არ იყოს. მოდაში შემოვიდა ბიზნესის საზოგადოებრივი პასუხისგებლობა და ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოდას უნდა ავყვეთ", - განაცხადა საპატრიარქოს წარმომადგენელმა მარიამ გელაშვილმა.


კომაპნია „ნატახტარმა" 2011 წელს დააფუძნა „ფონდი ნატახტარი" და დაიწყო საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე" განხირცელება. ყოველ წელს სამი თვის განმავლობაში „ნატახტარის" ლიმონათის თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხება 1,3 და 5 თეთრი. 5 წლის განმავლობაში ფონდში შეგროვდა 587 857 ლარი და 200-ზე მოზარდს გაეწია დახმარება. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner