logo_geo
eng_logo
ირინა ფრუიძე: ჩემთვის პრიორიტეტული იქნება ევროპული ინტეგრაცია და საერთაშორისო ურთიერთობები
- +

16 მაისი. 2016. 16:22


„ქართული ოცნების" ყრილობაზე რომელიც გასულ შაბათს გაიმართა, გუნდმა წარმოადგინა ახალი სახეები, რომლებიც „ქართულ ოცნების" სიაში მოწინავე ადგილებს დაიკავებენ.  ერთ-ერთი ირინა ფრუიძეა, რომელიც ინტრელექტკლუბის „რა? სად? როდის?" წარმომადგენელია. ის წარსულში „ახალი მემარჯვენეების" წევრი იყო. ამასთანავე, 2007-09 წლებში „ევროპის სახალხო პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. დღემდე მსოფლიოს სკაუტური მოძრაობის ევრაზიის რეგიონის ხელმძღვანელია.


ფრუიძე სამომავლო გეგმებზე „პრაიმტაიმს" ესაუბრა:


„პოლიტიკა ჩემთვის უცხო არ არის. საკმაოდ აქტიურად ვიყავი ჩართული ევროპულ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

 

იქიდან გამომდინარე, რომ ევროპულ სტრუქტურებთან საკმაოდ დიდხნიანი მუშაობის გამოცდილება მაქვს, ჩემთვის პრიორიტეტული იქნება ევროპული ინტეგრაცია და საერთაშორისო ურთიერთობები.  ამასთანავე საკმაოდ ახლოს ვარ განათლების სფეროსთან, ასევე, მეწარმეობასთან. ახლაც მცირე ბიზნესის განვითარების პროექტზე ვმუშაობ. ეს გახლავთ ჩვენი გუნდის პრიორიტეტი და ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც აქტიური ვიქნები", -  აცხადებს ირინა ფრუიძე. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner