ავღანეთის მასშტაბით ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას დაჯგუფება „თალიბანის“ 34 წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა, 15 კი - დაშავდა.
ირკვევა, რომ ბოლო 24 საათში განადგურდა მოწინააღმდეგეების ბომბების დასამზადებელი ობიექტი, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და ოთხი თავდაცვითი საბრძოლო პოზიცია.
სამხედრო ოპერაციის შედეგებს „თალიბანი“ ჯერ არ გამოხმაურებია.
„თალიბანი“ ისლამური ფუნდამენტალისტური პოლიტიკურ-რელიგიური მოძრაობაა, რომელიც თითქმის მთელ ავღანეთს მართავდა 1996-2001 წლებში. მათი მმართველობა 2001 წელს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინტერვენციამ დაასრულა. დიპლომატიური აღიარება მხოლოდ სამი ქვეყნისგან მიიღო: არაბთა გაერთიანებული საამიროები, პაკისტანი და საუდის არაბეთი. მოძრაობა ავღანეთს 40 წელია ატერორებს. „თალიბები“ ავღანეთში დღემდე აწყობენ ტერორისტულ აქტებს. დაჯგუფების წევრები ავღანეთის მთლიანი ტერიტორიის 12%-ს აკონტროლებენ.