„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის თავმჯდომარე ლევან ვასაძემ ფილარმონიაში „მსოფლიო საოჯახო კონგრესზე" გამოსვლისას დასავლელ პარტნიორებს მიმართა:
„როგორც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, მშვიდობიანი და გაერთიანებული, რუსეთთან და დასავლეთთან მეგობრული, ოჯახსა და ტრადიციაზე დაფუძნებული საქართველოს ერთ-ერთმა პატრიოტმა, მინდა, მივმართო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს:
1) შეწყვიტეთ ეს სიგიჟე, ახლავე!
2) აღარ ჩაერიოთ ამ სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში!
3) შეწყვიტეთ ჩვენს ეკლესიასა და ოჯახზე გამუდმებული შეტევების დაფინანსება, ასობით თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით!
4) მოიხადეთ ბოდიში ჯო ბაიდენის, ჰილარი კლინტონის და ბარაქ ობამას განცხადებების გამო, იმის შესახებ, რომ თურმე ეროვნული ტრადიციები აღარ არის მნიშვნელოვანი და რომ თურმე შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი ყოფილა მამათმავლობის მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში", - განაცხადა ვასაძემ.