logo_geo
eng_logo
„ისლამური სახელმწიფოს“ წევრები 19 მაისს თურქეთში ტერაქტებს აანონსებენ
- +

16 მაისი. 2016. 16:58


თურქული გამოცემა „ჰურიეთის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს" წევრები 19 მაისს თურქეთში დაგეგმილ ახალგაზრდობისა და სპორტის დღესთან დაკავშირებით ტერაქტებს გეგმავენ.



თურქეთის ეროვნულმა სადაზვერვო ორგანიზაციამ უკვე აცნობა ხელისუფლებას, რომ ქვეყნის საზღვარი „ისლამური სახელმწიფოს" ათმა მებრძოლმა გადაკვეთა.


ისინი 10 ტერორისტული აქტის განხორციელებას დედაქალაქ ანკარაში გეგმავენ.


პოტენციურ სამიზნედ სახელდება ათათურქის სახელობის მუზეუმი და ანკარაში მდებარე აშშ-ის საელჩო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner