თურქული გამოცემა „ჰურიეთის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს" წევრები 19 მაისს თურქეთში დაგეგმილ ახალგაზრდობისა და სპორტის დღესთან დაკავშირებით ტერაქტებს გეგმავენ.
თურქეთის ეროვნულმა სადაზვერვო ორგანიზაციამ უკვე აცნობა ხელისუფლებას, რომ ქვეყნის საზღვარი „ისლამური სახელმწიფოს" ათმა მებრძოლმა გადაკვეთა.
ისინი 10 ტერორისტული აქტის განხორციელებას დედაქალაქ ანკარაში გეგმავენ.
პოტენციურ სამიზნედ სახელდება ათათურქის სახელობის მუზეუმი და ანკარაში მდებარე აშშ-ის საელჩო.