logo_geo
eng_logo
ანა მიროტაძე: რამდენიმე მინისტრი, ალბათ, დატოვებს თანამდებობას
- +

16 მაისი. 2016. 17:06


პარლამენტის დეპუტატმა ანა მიროტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა მართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მიროტაძის აზრით, რამდენიმე მინისტრი დატოვებს თანამდებობას და ესენი არ იქნებიან მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები.  




„არ მგონია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას მხოლოდ სამი მინისტრი დატოვებს და მხოლოდ რესპუბლიკური ნიშნით. ვფიქრობ, წინასაარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნების"  რამდენიმე მინისტრიც, ალბათ, დატოვებს თანამდებობას და ისინი გადავლენ აქტიურ საარჩევნო რეჟიმში. არ ვიცი, მათი რაოდენობა რამდენი იქნება, უბრალოდ, ვიცი საკონსტიტუციო ვალდებულებები, რომელიც გულისხმობს შემდეგს, რომ მთავრობის 1/3-ით განახლების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, კონსულტაციები გაიაროს პარლამენტთან, ვინაიდან პარლამენტმა ახალი შემადგენლობა უნდა დაამტკიცოს", - განაცხადა მიროტაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner