კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომე პირველის განცხადებით, დედა ეკლესიას უკრაინაში მომხდარი განხეთქილების აღმოფხვრა და უკრაინელი ძმების ევქარისტულ კავშირში აღდგენა სურდა.
„უკრაინის პრობლემა რუსეთის ძმურ ეკლესიასთან უთანხმოების მიზეზი გახდა. მათთვის რთულად გასაგებია, თუ როგორ გაათავისუფლა მსოფლიო პატრიარქმა ამდენი ერი ბალკანეთზე. თავად დასუსტდა, მაგრამ აღიარა მათი უფლება შიდა თვითმმართველობაზე, დამოუკიდებელ ეკლესიაზე და ავტოკეფალიაზე. რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ 50-მილიონიან ერს ეკლესიის ავტოკეფალიის უფლება აქვს“, – აღნიშნა პატრიარქმა ბართლომე პირველმა.