ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
ლამარა კიკილაშვილი გახლდათ უღირსეულესი ქალბატონი, უდიდესი პროფესიონალი, პატრიოტი, თავმდაბლობის ეტალონი. უნდა გამოვტყდე: ჩემი, როგორც მისი სამსახურებრივი ხელმძღვანელის უსუსტესი წერტილი.
რადიო-ტელევიზიის „ოქროს ფონდი“ სწორედ იმიტომ იწოდება „ოქროდ“, რომ ლამარასნაირმა ადამიანებმა შემოუნახეს მომავალ თაობებს ქართული კულტურის ბუმბერაზთა უნიკალური ჩანაწერები, რასაც „ღირებულება“ არ აქვს, რამეთუ... ფასდაუდებელია.
სამწუხაროა, რომ ახალმა თაობამ ჯერ კიდევ არ იცის ასეთი, ერთი შეხედვით ჩუმი, შეუმჩნეველი, ვეებერთელა ტვირთის მატარებელი ადამიანების ფასი.
ქედს ვიხრი უსაყვარლესი ქალბატონის ხსოვნის წინაშე.