logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნება“ არ გახლავთ მონურ მორჩილებაზე აგებული პოლიტიკური ორგანიზაცია!
- +

16 მაისი. 2016. 17:25


„ქართულმა ოცნებამ" 14 მაისს გამართულ ყრილობაზე, საზოგადოებას ახალი პოლიტიკური სახეები წარუდგინა. ერთ-ერთი მათგანი იურისტი მამუკა მდინარაძეა. ის გახლავთ ორგანიზაცია „მდინარაძე და პარტნიორი ადვოკატების" დამფუძნებელი და ასევე, „საქართველოს პარაოლიმპიური ფონდის" პრეზიდენტი.


მამუკა მდინარაძე „პრაიმტაიმს" სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.



„მინდა, ჩემი გამოცდილება ქვეყანას მოვახმარო. მიმაჩნია, რომ არცერთ წინა ხელისუფლებას იმდენი არ გაუკეთებია საზოგადოებისთვის, რაც ამ გუნდმა შექმნა. მთავარი პრობლემა ის არის, რომ გაკეთებული საქმეების საზოგადოებამდე მიტანა არ ხდება იმ ხარისხით, როგორც უნდა მოხდეს.

 

„ქართულ ოცნებაში" მისვლა ჩემი ინიციატივა იყო.  შევხვდი გუნდის ყველა ლიდერს. ყველაზე მეტად მომხიბლა იმან, რომ ეს არ გახლავთ მონურ მორჩილებაზე აგებული პოლიტიკური ორგანიზაცია, ყველა ჩვენგანი თავისუფალი ადამიანია , რომელთაც მთავარ ღირებულებებით საკითხებზე გვაქვს სრული თანხვედრა - ეს არის ქვეყნის დასავლური არჩევანი.

 

ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა წარმოგვიდგენია სწორედ ევროპულ სივრცეში და ამას ალტერნატივა არ აქვს", - განაცხადა მდინარაძემ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner