ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
მდააა!
მე, „ქართული ოცნების“ დღემდე მუდმივმა და გულწრფელმა მხარდამჭერმა კი მოვუსმინე ამ პარტიის ლიდერს ყურადღებით, მაგრამ...
ამ გამოსვლის შემდეგ, თუ სინდისი გააჩნიათ, ვიღაც-ვიღაცეებმა, თავჩაქინდრულებმა უნდა დატოვონ პარტიის პოლიტსაბჭო, ხოლო ადგილობრივ პოსტებზე მყოფთაგან, მავანმა, საჯაროდ ბოდიში მოიხადოს და, მეორე ტურის ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, უხმაუროდ დატოვოს პოსტი...
„ქართული ოცნება“ დაიბრუნებს ხალხის ნდობას!
P.S.: ბოლო დღეების საკადრო დანიშვნებმა შემახსენეს უძველესი სიბრძნე: მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო...
მთავრობის აპარატში მოკალათებულო ჭუჭულაშვილებო, გეყურებათ? ამ მიმართვის მოსმენის შემდეგ, ან თქვენ რა ნამუსით ჯეჯილობთ მანდ და, ან, რა უტიფრად ტენით თქვენს თანამოაზრეებს ყველაზე პასუხსაგებ პოსტებზე?
ბატონო თადუმაძე, თქვენ რა გზავნილებით გაგამწესეს პროკურატურის თავკაცად? რომ იცოდეთ, მრავალხმაში არ მღერიან „ისევ ის ბიჭი ვარ, ხუჭუჭა, პატარა!“ სოლოა საჭირო, სოლო!
პრემიერო ბახტაძე, გავაგრძელო კონკრეტული მაგალითები? ჩინეთში მექრთამეებს, წურბელებს, გათავხედებულ ჩინოვნიკებს როგორ ეპყრობიან, არ გაიკითხეთ?
შეიგნეთ: მეორე ტურში გამარჯვება ითხოვს გამიჯვნას - გამიჯვნას ყველა ჯურის არამზადის, მაიმუნისა და ბრიყვისგან. ბევრნი კი არიან, მაგრამ მაინც...
დრო არ ითმენს!
სახელმწიფომ ხალხს უნდა აჩვენოს არა მარტო მამობრივი ზრუნვა, არამედ სამართლიანი მტკიცე ხელი.
უსმინეთ ხალხს და... წაიკითხეთ გაზეთები. საინტერესო (აშკარად!!!) მარტო „რუსთავი 2“ კი არ არის!!!