logo_geo
eng_logo
შორენა ბეგაშვილი: ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა!
- +

16 მაისი. 2016. 17:30

მსახიობ და ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე მძიმედ რჩება.
ის რამდენიმე დღის წინ თურქეთის კლინიკაში მოათავსეს.

ეს მდგომარეობა, მოგეხსენებათ, ევას მე-5 სართულიდან გადმოვარდნის შედეგია. გოგონა 17 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და სხეულზე უამრავი დაზიანება მიიღო.
საქართველოში მას ჩაუტარდა რამდენიმე, მათ შორის 12-საათიანი ხერხემლის ოპერაცია, თუმცა პოსტოპერაციული სარეაბილიტაციო მდგომარეობა გაურთულდა და საავადმყოფოდან გამოწერილი ევა უმძიმესი ტკივილებით ისევ ექიმებთან დააბრუნეს. მათი განმარტებით, ევას ორგანიზმმა უცხო სხეული(რკინები) ვერ მიიღო და ამიტომაც გაუმძაფრდა ტკივილები.


„ყველაზე საოცარი ისაა, რომ როდესაც ევა ფანჯრიდან გადავარდა, მე სახლში ვიმყოფებოდი.
ალბათ 10 წუთი არ მენახა. დაძახილზე რომ არ მიპასუხა, ოთახში შევედი და ოთახი ცარიელი დამხვდა.
ეს მისი ჩვევა იყო - ფანჯრის რაფაზე ჯდომა, ბევრჯერ მიჩხუბია კიდეც ამის გამო.
საზოგადოებაში გავრცელდა ვერსია, რომ „სელფს" იღებდა გადავარდნის მომენტში, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ტელეფონი სულ სხვა ოთახში იდო.
როდესაც ქვემოთ ჩავედი, სასწრაფო და ხალხი დამხვდა. მე ბავშვთან არ მიშვებდნენ.
ევა გონზე იყო, თუმცა არ ეგონათ, რომ გადარჩებოდა.
პირველადი დახმარება რესპუბლიკურ საავადმყოფოში აღმოუჩინეს, შემდეგ გადავედით იაშვილის კლინიკაში, სადაც 1 თვე ვცხოვრობდით.
ასეთ დროს ადამიანის ცხოვრება ერთ წამში ისე იცვლება, ვერ გათვლი ვერაფერს, ვერ შეცვლი.
ვერ ვიტყვი, რომ სასწაულები არ ხდება. ეს იყო სასწაული -17 მეტრიდან გადმოვარდნილი ბავშვი ბეტონის ფილებზე დაეცა, ყოველგვარი წინაღობის გარეშე და გადარჩა!
ბევრი მოტეხილობა ჰქონდა: ხელის, მენჯის, ბოქვენის ძვლების, კოჭების, ხერხემალზე 2 მალა ჰქონდა დაზიანებული...
ხერხემლის ოპერაციამ 12 საათს გასტანა. მოტეხილობების ოპერაციები კი 4 საათს გაგრძელდა.
საუკეთესო ექიმების ხელში მოვხვდით - ბავშვი გამიცოცხლეს!
სამსახურში კლინიკიდან დავდიოდი. არ მახსოვდა, რომ უნდა მეჭამა, წყალი უნდა დამელია.
ხალხი კომენტარებს წერდა, იცინისო. მე თუ ვიცინოდი, არ ნიშნავს იმას, რომ მეცინებოდა. ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა.
ახლა ყველაზე მეტს ვმუშაობ. ევას ჩემს გარდა არავინ ჰყავს - ჩვენ ორნი ვართ მხოლოდ.
ვერ ვიტყვი, რომ აქამდე შვილი არ მახსოვდა, თუმცა ასეთ დროს ხვდები, რომ ერთადერთი საზრუნავი შენი  შვილია.
მაღაზიაშიც კი არ მინდა ჩასვლა, მხოლოდ ევას ყურება მინდა. ალბათ, გარკვეული პერიოდის შემდეგ შევძლებთ გასვლას, თუმცა ორივე ერთად აუცილებლად.
მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, მხოლოდ იმისთვის, რომ თბილ სიტყვებს მწერენ, იზიარებე ჩემს ტკივილს",
- ამბობს შორენა ბეგაშვილი 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner