➤ საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას ფონდი „ქართუ" დააფინანსებს
საქართველოში, „Black Sea Arena"-ზე მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას ფონდი „ქართუ" დააფინანსებს, კონცერტებიდან შემოსული თანხა კი სრულად გადაირიცხება საქართველოს ბიუჯეტში. შეგახსენებთ, რომ ურეკში, საკონცერტო დარბაზი „Black Sea Arena" 30 ივლისს , კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება. ამავე დარბაზში 6 აგვისტოს მევიოლინე ვანესა მეი გამართავს კონცერტს,ხოლო 20 აგვისტოს საქართველო ლეგენდალურ ჯგუფს, „The Scropions"-ს უმასპინძლებს.
➤ ბიძინა ივანიშვილმა „BLACK SEA ARENA" სახელმწიფოს აჩუქა
ბიძინა ივანიშვილმა 200 მილიონ ლარად შეფასებული, მის მიერ აშენებული „Black Sea Arena" სახელმწიფოს აჩუქა.
მისი მშენებლობა თითქმის 7 წელია მიმდინარეობს. დარბაზი დაახლოებით 10 000-მდე მაყურებელს იტევს. 25-მდე შშმ პირისთვის დარბაზის ცენტრში გამოყოფილია ადგილი ეტლით სარგებლობისთვის.
საკონცერტო დარბაზის მშენებლობაზე 700-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. საკონცერტო დარბაზის მშენებლობაზე ფონდმა „ქართუმ" 200 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ელიტა ბურჯი" და ასოციაცია „ატუ" ახორციელებდნენ. საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ 2000-მდე ავტომობილის პარკირებისთვის გამოყოფილია ადგილი. „Bleack Sea Arena" აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მქონდე უსაფრთხოების სისტემით.
➤ განმუხურში ფონდი „ქართუ" ბოტანიკურ ბაღს გააშენებს
ზუგდიდის მუნიციპლიტეტის სოფელ განმუხურში, სამეგრელოსა და აფახაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან "ფონდი ქართუ" 83,5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ბოტანიკურ ბაღს გააშენებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომაზე ნებართვის გაცემის საკითხს უყარა კენჭი. ასევე, შეიქმნა მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი - „განმუხურის ბოტანიკური ბაღი".
როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიამ განაცხადა: „იმ ადგილზე არის ჭაობი. პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა, რა ვადებში მოხდება ბაღის გაშენება და როგორი იქნება დაფინასება, პროექტის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი".
მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, დამატებითი ქონების სახით გადაეცა.
➤ ფონდმა „ქართუმ" კულტურული მემკვიდრეობის 60-მდე ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო
700-ზე მეტი ძეგლის შემდეგ, ფონდმა „ქართუმ" წელს კულტურული მემკვიდრეობის კიდევ 60-ამდე ძეგლის აღდგენა-რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტში ფონდთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოცაა ჩართული. ამჟამად აქტიური მუშაობა აწყურის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის აღსადგენად მიმდინარეობს. გათხრების დასრულების შემდეგ ტაძრის მცირე კონსტრუქციული გამაგრებებია დაგეგმილი.
მიმდინარე წელს დაიწყება სამუშაოები სამხრეთ საქართველოში მდებარე 964 წელს აშენებული კუმურდოს ტაძრის რეაბილიტაციისთვის. ამჟამად ტაძარში ჩამოქცეულია გუმბათი და დამახინჯებულად აღდგენილია დასავლეთის მხარე. ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან ერთად არქეოლოგიური გათხრებიც დაიწყება.
ასპინძის რაიონში, სოფელ ოთასთან 5 კმ-ში მდებარე შორეთის სამონასტრო კომპლექსი, არქეოლოგების თქმით, მიწით იყო დაფარული. ძეგლის გადასარჩენად აქტიური მუშაობა 2015 წელს დაიწყო, მიმდინარე წელს კი სამუშაოებისთვის 130 000 ლარია გამოყოფილი.
ფონდ „ქართუს" დაფინანსებით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ვარძიის სამონასტრო კომპლექსში არქეოლოგებმა კიდევ 3 სართული აღმოაჩინეს. მათი ვარაუდით, სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში ისინი კიდევ რამდენიმე სართულზე მნიშვნელოვან გამოქვაბულებს მიაკვლევენ.
ფონდმა „ქართუმ" ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია 2005 წელს დაიწყო და 10 წლის განმავლობაში პროექტებში 33 მილიონ ლარზე მეტი ჩადო. მიმდინარე წელს კი ძეგლების რესტავრაციისათვის ფონდს 11 მილიონ ლარზე მეტი აქვს გამოყოფილი.
➤ ფონდი „ქართუ" ვარძიის რესტავრაციას ახორციელებს
ვარძიაში ფონდი „ქართუ" სარესტავრაციო სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და კედლების გამაგრება. სარესტავრაციო სამუშაოების ღირებულება 1 მილიონი ლარია.
➤ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ფიროსმანის ნახატი „შველი წყლის პირას" ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მის მიერ „სოთბის" აუქციონზე შეძენილი, ფიროსმანის ნახატი „შველი წყლის პირას" ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა.
ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური და ონლაინ-მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„პროცესი, რომ შეიძენ ფიროსმანს და აბრუნებ ქვეყანაში და გადასცემ ერთ მუზეუმს, მის პოპულარობას შესაძლოა, აკნინებს, ვინაიდან ნახატი უნდა იყოს ბაზარზე და უნდა ნახოს მსოფლიომ, მაგრამ, ალბათ, უნდა იყოს მსჯელობა იმაზე, რომ ფიროსმანის ნახატების 30% ან გავცვალოთ მუზეუმებთან და სხვა მხატვრები შემოვიტანოთ ან რაღაც. საცოდაობაა, რომ ფიროსმანი მარტო საქართველოში იყოს წარმოდგენილი. ის მსოფლიო დონის მხატვარია და მსოფლიო ამ სახით უნდა იცნობდეს. ამაზე საზოგადოება უნდა შეთანხმდეს. ფიროსმანს არ ჰქონდა იმდენი ნახატი, რამდენიც, მაგალითად, პიკასოს. ნახატების რაოდენობა ამის საშუალებას არ იძლევა, რომ კერძოსაც ბევრი ჰქონდეს, მუზეუმსაც და ა.შ. ამიტომ გადავეცი მუზეუმს, რომ დაიწყოს მსჯელობა, რომ ფოროსმანი უფრო პოპულარული გახდეს მსოფლიოში", - განაცხადა ივანიშვილმა.
➤ ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენა/რესტავრაციის სამუშაოები დააფინანსა
ბიძინა ივანიშვილმა ოპერისა და ბალეტის თეატრის რესტავრაცია სრულად დააფინანსა. პროექტის ღირებულება 40 მილიონი აშშ დოლარია. შენობას ჩაუტარდა შიდა და გარე სარესტავრაციო სამუშაოები. აღდგა ნოდარ ერგემლიძის დიზაინით შექმნილი, ავსტრიული ბროლით დამზადებული 600 ნათურიანი ჭაღი; განათებისთვის საჭირო 12 000 ერთეული ავსტრიული ბროლის დეტალი ფონდმა „ქართუმ" კომპანია „სვაროვსკისგან" შეიძინა. თეატრი სრულად აღიჭურვა ახალი ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით.
➤ ფონდი „ქართუს" საჩუქარი ბოტანიკურ ბაღს
IUCN -ის საკონსერვაციო სტატუსის მქონე ეს ძვირფასი მცენარე პირველად შემოვიდა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციაში. იშვიათი ეგზოტი უკვე ამშვენებს ბაღის საპარკე ნაწილს და თავისი სილამაზით იქცევს დამთვალიერებელთა ყურადღებას.
იუბეა (Jubaea) პალმების ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია, რომელიც უმეტესად სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ კი, ჩილეში გვხვდება. მისი სიმაღლე 25 მეტრს აღწევს, ხოლო სიგანე - 1.5 მეტრს.
იუბეას ხე თბილისის ბოტანიკურ ბაღს ფონდმა „ქართუმ" გადასცა.
➤ ბიძინა ივანიშვილმა ნიკო ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა ღამით" სახელმწიფოს აჩუქა
საქართველოს უბრუნდება ნიკო ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა ღამით", რომელიც ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის" აუქციონზე მილიონ-ნახევარ დოლარად შეიძინა და ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად გადასცა.
➤ საქართველოს თანაინვესტირების ფონდი რვა მასშტაბურ პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი რვა მასშტაბურ პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროექტების ინიციატორი და ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი მზად არის, პროექტების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, მხოლოდ დანახარჯების ანაზღაურების, ყოველგვარი მოგებისა და კომერციული ინტერესის გარეშე ხსენებული პროექტები დაინტერესებულ ინვესტორებს გადასცეს იმ შემთხვევაში, თუ ეს პირები დადგენილი პირობების ფარგლებში პროექტების წარმატებულ განხორციელებას შეძლებენ.
„თაბორის" პროექტთან დაკავშირებით, ისეთი ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაში, რომელიც შეძლებს სავალდებულო პირობების ფარგლებში გამოცხადებული ან უკეთესი იდეის განვითარებას, თანაინვესტირების ფონდი მზად არის, იმავე პირობებით დაუთმოს საჯარო აუქციონით შეძენილი 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ამასთან მას საჩუქრად გადაეცემა მომიჯნავე ტერიტორიაზე განლაგებული კომპანია „ფინსერვისის" კუთვნილებაში არსებული 10 ჰექტარი ნაკვეთი, რომელიც თავის დროზეც ინვესტორის მოთხოვნით მშენებლობის უფლების გარეშე იყო შეძენილი მწვანე საფარის დაცვის მიზნით და სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდასაჭერად.
ბიძინა ივანიშვილი ასევე მზად არის, განმუხურში, საჯარო, პირობიანი აუქციონით 2 266 500 ლარად შესყიდული 3 ჰა მიწის ნაკვეთი და ორ (2) მილიონ დოლარად შეფასებული სრული არქიტექტურული პროექტი საჩუქრად გადასცეს იმ ინვესტორს, ვინც აიღებს არსებული პროექტის განხორციელების ვალდებულებას.
8 მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა არის უპრეცედენტო მოვლენა, რაც არათუ ერთ ცალკეულ ინვესტორს, არამედ 2012 წლამდე არსებულ არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ განხორციელებულა.
განსაკუთრებულია ის სიახლეები და ექსკლუზივები, რომლებიც იქმნება ამ პროექტებით და რომელიც დედაქალაქისა და ქვეყნის ახალი სავიზიტო ბარათები გახდება. სწორედ ასეთი გამორჩეული შეთავაზებები, ახალი სივრცეები შექმნის უნიკალურ შესაძლებლობებს ტურისტული ნაკადების მოსაზიდად და ქვეყნის კონკურენტუნარიონაობის გასაზრდელად საერთაშორისო მასშტაბით.
წარმოდგენილი, პოტენციური ინვესტორებისთვის შეთავაზებული რვა (8) პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 574 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, აქედან, დღეის მდგომარეობით პროექტებში უკვე ინვესტირებულია 216 მლნ ლარი.
შთამბეჭდავია სხვა სოციალური სიკეთეები, რომლებიც პროექტების განხორციელების შედეგად იქმნება: მშენებლობების პროცესში ჯამურად დასაქმდება 15 000 ადამიანზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ პირდაპირ მუდმივად დასაქმდება დაახლოებით 2 500 ადამიანი.
პროექტების ჩამონათვალი:
ინვესტიციის მოცულობა 75 მილიონი აშშ დოლარი
ინვესტიციის მოცულობა 9 მილიონი აშშ დოლარი
ინვესტიციის მოცულობა 40 მლნ აშშ დოლარი
პროექტი დასრულდება 2019 წელს
ინვესტიციის მოცულობა 90 მილიონი აშშ დოლარი
ინვესტიციის მოცულობა 40 მილიონი აშშ დოლარი
ინვესტიციის მოცულობა 40 მილიონი აშშ დოლარი
ინვესტიციის მოცულობა 80 მილიონი აშშ დოლარი
პროექტი დასრულდება 2019 წელს
ინვესტიციის მოცულობა 200 მილიონი აშშ დოლარი
პროექტი დასრულდება 2019 წელს
➤ ზუგდიდში რაგბის სტადიონის მშენებლობას „ქართუ" დააფინანსებს
ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი აშენდება. სტადიონის მშენებლობას სრულად, „ქართუ ჯგუფი" დააფინანსებს.
➤ ციხისძირში, ზღვისპირა ზოლზე ახლად გაშენებულ პარკს ბიძინა ივანიშვილმა 87 ხე აჩუქა
ციხისძირში, ზღვისპირა ზოლზე ახლად გაშენებულ პარკს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 87 ხე აჩუქა. სხვადასხვა ჯიშის ნარგავები 4 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაირგვება. პარკის მოწყობის სამუშაოებს კომპანია „ზიმო" აწარმოებს.
კომპანიის ინჟინერის ირაკლი შანავას თქმით, ნარგავები იტალიიდან ბიძინა ივანიშვილმა ჩამოატანინა. შანავას განცხადებით, 12 სახეობის მცენარეებს შორის ტიტას ხეც არის.
„12-მდე ჯიშის მცენარე, მათ შორის ტიტას ხის ნერგიც, იტალიიდან ჩამოვიდა. გაშენდება ახალი პარკი თავისი განათებებით, ტროტუარებით და ხე-მცენარეებით. თავის დროზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას შეჰპირდა პარკის გაშენებას. დაახლოებით ამდენივე ხეს ველოდებით მომდევნო ეტაპზე", - აღნიშნა ირაკლი შანავამ.
➤ „ქართუმ"13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 2 250 000 ლარი გადარიცხა
➤ ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტს ფონდი „ქართუ" ნახევარი მილიარდი ევროთი დააფინანსებს
ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, საქართველოში ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტს ფონდი „ქართუ" ნახევარი მილიარდი ევროთი დააფინანსებს. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს და მაქსიმალურად გამოიყენებს წამყვანი მეცნიერების შესაძლებლობებს, რათა საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი დაფუძნდეს.